მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, მობილური ტელეფონის გადაცემის მცდელობისთვის მოქალაქე დააკავა.

დაკავებულია მოქალაქე ა.კ, რომელიც მობილური ტელეფონის გადაცემას, ამანათის სახით, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ახლობელი მსჯავრდებულისთვის – ე.ლ-სთვის ცდილობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საამანათო განყოფილებაში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გამორთულ მდგომარეობაში მობილური ტელეფონი ე.ლ.-სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში იყო გახვეული.

საქმეზე გამოძიება სსკ-ს 19-378 1 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშითბილისი ბუნებრივი აირის დამატებით რაოდენობას მიიღებს
შემდეგი სტატია“იმედის” დარბევას დაჟინებით ითხოვდა ბიძინა ივანიშვილი და არსებობს შესაბამისი აუდიოჩანაწერებიც”