“იმედის” დარბევას დაჟინებით ითხოვდა ბიძინა ივანიშვილი და არსებობს შესაბამისი აუდიოჩანაწერებიც”

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ

“ქრონიკა +”-ის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, არსებობს იმის დამადასტურებული აუდიოჩანაწერები, რომ ბიძინა ივანიშვილი “იმედის” დარბევას ითხოვდა.

“მინდა, ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას, რაც ნაკლებს ილაპარაკებს ბატონი ივანიშვილი “იმედის” დარბევაზე, ეს იქნება მისთვის უკეთესი, იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ეს იციან და არა მარტო იციან, არამედ მე რა ინფორმაციაც მაქვს, აუდიოჩანაწერებიც არსებობს, ვინ ითხოვდა “იმედის” დარბევას, არიან მათ შორის მის გარემოცვაშიც. რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს შემოდგომაზე. ვინ ითხოვდა დაჟინებით “იმედის” დარბევას და ბადრი პატარკაციშვილის განადგურება ვის ინტერესებში შედიოდა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. არა მხოლოდ ცოცხალი არიან ის ადამიანები, ვისაც ის ამას სთხოვდა, არამედ მე როგორც ვიცი, არსებობს შესაბამისი აუდიოჩანაწერებიც”, – განაცხადა კილაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე იმოგზაურებენ ევროპაში”