თბილისი ბუნებრივი აირის დამატებით რაოდენობას მიიღებს

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გია ბენაშვილმა ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაათვლიერეს.

ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობის პროექტი გულისხმობს 8 300 მეტრის სიგრძის ქსელის მშენებლობას.

პროექტის განხორციელებას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს და მისი ღირებულება 1 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამასთან, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე შეჭრის და მიერთების წერტილში მოეწყობა სათაო გაზგამანაწილებელი სადგური (გაზის მარეგულირებელი მოწყობილობის, ხარჯმზომი კვანძის და გაზის ოდორიზაციის კვანძის გათვალისწინებით); ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან (ასაშენებელი გამანაწილებელი ქსელის ბოლო წერტილში) მოეწყობა გაზმარეგულირებელი პუნქტები.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, გაზის მიღებისთვის საჭირო დამატებითი გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქი გაზის დამატებით რაოდენობას მიიღებს და მომავალი წლების განმავლობაში, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემის სტაბილურობას.

banner
წინა სტატიაშიდავით აღმაშენებლის გამზირზე შენობის რეაბილიტაციის დროს კედლის მხატვრობა აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიამსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს