მსჯავრდებულის ახლობლისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მსჯავრდებულის ახლობლისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე მოქალაქე ც.მ დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი ც.მ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ბ.მ.-ის ნათესავს საპატიმროდან მის გათავისუფლებაში დახმარებას დაპირდა და ამის სანაცვლოდ, თაღლითურად 700 ლარი გამოსძალა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიდინამოს სტადიონის მიმდებარედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვალა
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ