თამაზ მეჭიაური: არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ

ქორწინების თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები აუციელებელია, ასევე ეხმაურება თამაზ კორძაიას განცხადებას და აცხადებს, რომ მის ჭკუაზე „არ ივლიან“:

„ქალბატონ თამარს ნამდვილად არავინ უშლის ამას. რაოდენობას თვითონ დაადგენს. რაც შეეხება პარლამენტს ნამდვილად არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ და დანარჩენი ეს საკითხები მას შევუთანხმოთ. ამის ფორმულირება აუცილებელია, რომ ზოგიერთ ლიბერალს არ გაუჩნდეს მისი სხვანაირად ინტერპრეტირების საშუალება“, – განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან.

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულის ახლობლისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიანინო ჩარკვიანმა პარტია “რეფორმატორები” დატოვა