მშვენიერაძე – “ოცნება” ევროკავშირს ეუბნება, ფეხებზე მკიდია თქვენი ფულიც და თქვენი დემოკრატიაც

იურისტი და უფლებადამცველი, გიორგი მშვენიერაძე ევროკავშირის დახმარებაზე “ოცნების” უარს ეხმაურება და წერს, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას დემოკრატია არ სურს. მისი აზრით, ეს არის ხელისუფლების ღია უარი ქვეყნის დასავლურობაზე.

“ევროკავშირმა ხელისუფლებას დაუყენა პირობა, თუ სასამართლოს რეფორმას არ ჩაატარებთ, 75 მილიონ ევროს (270 მილიონი ლარი) ვეღარ მიიღებთ ჩვენგანო. სასამართლოს რეფორმა “ქართული ოცნებისთვის” რასაც ნიშნავს, 4 ტალღად გვაქვს ნანახი, მაგრამ როგორც ჩანს, მცირედით დათმობაც კი არ სურთ სასამართლოს კონტროლის.

ამიტომ, უარს ამბობენ, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის თუნდაც ოდნავ გაუმჯობესებაზე, ისე 270 მილიონ ლარზე იმ არგუმენტით, რომ “ღმერთის წაყლობით, ფული აღარ გვიჭირს.”

სიმართლე კი ისაა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაც და ფულიც ძალიან გვიჭირს. ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება” ევროკავშირს ეუბნება, ფეხებზე მკიდია თქვენი ფულიც და თქვენი დემოკრატიაც, ხოლო ქართველ ხალხს – უკეთესს ვერ ეღირსებითო”, – წერს გიორგი მშვენიერაძე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კრიზისული სიტუაციების მართვის სასწავლო კურსის დახურვის ცერემონია ჩატარდა
შემდეგი სტატიახვიჩია – მგონი, „ქართულ ოცნებაში“ შარლ მიშელს ებრძვიან