შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კრიზისული სიტუაციების მართვის სასწავლო კურსის დახურვის ცერემონია ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL), რეგიონული უსაფრთხოების სამსახურისა (RSO) და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს ოფისის ერთობლივი ორგანიზებით, კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სასწავლო კურსის დახურვის ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

შსს-ის ცნობით, მათ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

„აშშ-ის ელჩმა კრიზისული სიტუაციის მართვისა და ინციდენტებზე რეაგირების კუთხით სამართალდამცველთა გადამზადებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სასწავლო კურსის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კრიზისის მართვისა და სამეთაურო შტაბის პრინციპები; კრიზისის ხელმძღვანელობა; უწყებათშორისი თანამშრომლობა კრიზისულ სიტუაციებში, ისტორიული და პრაქტიკული მაგალითები და სხვ. ტრენინგს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოწვეული ტრენერები – ჯეიმს ნიუტონი და ოთომ ბრაუნი უძღვებოდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ამერიკის მიერ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია ღარიბაშვილზე – ასეთი ნაბიჯებით EU-ს ვწყდებით და იკუპანტ რუსეთს ვუახლოვედბით
შემდეგი სტატიამშვენიერაძე – “ოცნება” ევროკავშირს ეუბნება, ფეხებზე მკიდია თქვენი ფულიც და თქვენი დემოკრატიაც