ხვიჩია – მგონი, „ქართულ ოცნებაში“ შარლ მიშელს ებრძვიან

„ქართული ოცნება“ მგონი, შარლ მიშელს ებრძვის, ეუბნებიან, რომ გამოკვეთილად, საგანგებოდ დაარღვევენ, რაც იქ წერია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე მიიღეს, შესაძლოა, შეიცვალოს.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, სავარაუდოდ, მიშელმა “ქართულ ოცნებას” აწყენინა.

“მე მგონი, შარლ მიშელს ებრძვიან და გარიგებულები არიან მაგის ოპოზიციონერ მოწინააღმდეგესთან იქ, თავის ადგილას და ასე უთხრიან ძირს, რომ მის შეთანხმებას არ სცემენ პატივს და ამის შესახებ მთელ მსოფლიოს აცნობებენ. მგონი ასეთი ტაქტიკაა, სხვა რა უნდა იყოს, ვერაფრით ვხვდები – რა, ვერ აირჩიეს ცესკო- ს თავმჯდომარედ ვინც უნდოდათ?! მართლა ეს აზრი მაქვს, რომ შარლ მიშელს ებრძვიან და ეუბნებიან, რომ გამოკვეთილად, საგანგებოდ დავარღვევთ, რაც იქ წერია. თორემ ეს უკვე აღსრულებულია, ცესკო- ს თავმჯდომარე არჩეულია, 6 თვე არაფერი ახალი არ ხდება და ამ დროს ამ თემაზე საუბარს სხვა მიზეზს ვერ ვუძებნი. შეიძლება აწყენინა შარლ მიშელმა “ქართულ ოცნებას” და უნდათ, რომ ის გადაირჩიონ, ასე ებრძვიან,”- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიმშვენიერაძე – “ოცნება” ევროკავშირს ეუბნება, ფეხებზე მკიდია თქვენი ფულიც და თქვენი დემოკრატიაც
შემდეგი სტატიაუგულავა – სიმართლე ისაა, რომ რეფორმებზე უარისა და შეთანხმების ანულირების გამო EU უარს გვეუბნება ტრანშზე