გოჩა მირცხულავა: ” იძახეთ ახლა ბოკერიამ ეკლესია დაანგრიაო”

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

საპატრიარქოში გასამართი ტრაპეზის სიაში ბევრი პოლიტიკოსი და “ფეისი” ვერ მოხვდა. სია ვინ გააკეთა ამას ნუ მკითხავთ. შემდეგ მოხდა სიის შემგენთათვის ერთი უხერხლო და გაუთვალისწინებელი ფაქტი – პატრიარქმა თავად ისურვა პირადად მიეწვია სამი პერსონა. ჰო და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამ სამი ადამიანიდან ერთ-ერთი გიგა ბოკერია აღმოჩნდა.
ასეა, საქმე და იძახეთ ახლა ბოკერიამ ეკლესია დაანგრიაო. ყალბი პოპულიზმი. ამას რომ იძახდით ისინი ხართ მანდ ტრაპეზზე?
(სხვათა შორის, ეკლესია კი არ დაანგრია, იმ “ტაძარში” ეკლესიის წინაააღმდეგ განწყობილი სექტანტები იყვნენ. და პატრიარქს რომ გმობდნენ გახსოვთ?). ამიტომ, ვისი სანთელი შეიწირება და ვისი ქმედება დაფასდება არავინ ვიცით.
ჰო, კიდევ ის, რომ სიის შემდგენელები თუ მოახდენენ იმის ციტირებას რაც ბოკერიას შესახებ მანდ პატრიარქმა ბრძანა უკეთესია. რა ვი, იქნებ მე არ დამიჯეროთ-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა კადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი- ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიამსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა