„მრავალეროვანი საქართველო“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს

20 ნოემბერს, არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემისა და უკანონოდ ყალბი
დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით მედია საშუალებებით გავრცელებული
ინფორმაციის საფუძველზე, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა
საქართველომ“ თხოვნით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს, რათა ამ უკანასკნელმა არასამთავრობო ორგანიზაციას გაუზიაროს მის
ხელთ არსებული შემდეგი ხასიათის ინფორმაცია, კერძოდ:

2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით სააგენტოს
სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ხელმძღვანელი
პირების მივლინებაში გაშვებისა და მათი მივლინებიდან დაბრუნების შესახებ
(შესაბამისი თარიღის მითითებით);

2017 წლის 21 სექტემბრიდან 2017 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით სააგენტოს
სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ხელმძღვანელი
პირების მივლინებაში გაშვებისა და მათი მივლინებიდან დაბრუნების შესახებ
(შესაბამისი თარიღის მითითებით);

2016 წლის 08 სექტემბრიდან 2016 წლის 08 ოქტომბრის ჩათვლით სააგენტოს
სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ხელმძღვანელი
პირების მივლინებაში გაშვებისა და მათი მივლინებიდან დაბრუნების შესახებ
(შესაბამისი თარიღის მითითებით).

გარდა აღნიშნულისა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში განხორციელებულ ცვლილებებთან
მიმართებაში „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა ცენტრალურ
საარჩევნო კომისიას და უწყებისაგან გამოითხოვა ინფორმაცია 2018 წლის 21
ნოემბრის მდგომარეობით საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიივანკა ტრამპი სამუშაო მიმოწერისთვის პირად ფოსტას იყენებდა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე – ერთ ადამიანზე ხუთი პირადობის მოწმობა იბეჭდება