ივანკა ტრამპი სამუშაო მიმოწერისთვის პირად ფოსტას იყენებდა

Washington Post-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა და დონალდ ტრამპის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა გასულ წელს ასობით წერილი გააგზავნა პირადი ფოსტიდან, რომელიც სახელმწიფო საქმეებს ეხებოდა. წერილები გაგზავნილი იყო თეთრი სახლის თანამშრომლებთან, კაბინეტის წევრებთან და ივანკა ტრამპის ასისტენტებთან, ამავე დროს, ბევრი მათგანი არღვევდა საჯარო დოკუმენტებთან ურთიერთობის წესებს – ნათქვამია სტატიაში.

2016 წელს, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ინტენსიურად აკრიტიკებდა ოპონენტ ჰილარი კლინტონს იმის გამო, რომ ის, სახელმწიფო მინისტრის პოსტზე, პირად ფოსტას იყენებდა. ტრამპმა მას “არაკეთილსინდისიერი ჰილარი” უწოდა და თვლიდა, რომ პროტოკოლის დარღვევის გამო ის ციხეში უნდა ჩაესვათ.

თეთრ სახლს, ჯერჯერობით, არ უპასუხია შეკითხვებზე, რომელიც ივანკა ტრამპის მიერ სახელმწიფო საქმეებისთვის პირადი ფოსტის გამოყენებას ეხება – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ეკ­ლე­სია არ შე­იძ­ლე­ბა თავშესაფრად მო­ე­წყოს და გადაკეთდეს, ეკ­ლე­სი­ას თა­ვი­სი მი­სია აქვს
შემდეგი სტატია„მრავალეროვანი საქართველო“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს