მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა დღის წესრიგში ყოფილიყო – გაბუნია სასამართლოში მივიდა

გიორგი გაბუნია სასამართლოში მივიდა, სადაც მის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა გამოიკითხოს. ჟურნალისტმა სუს-ში გამოკითხვაზე უარი თქვა და მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა თავად მოითხოვა.

“ბევრი არ მაქვს სათქმელი, მე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში, მქონდა ზოგადი ინფორმაცია, დეტალების შესახებ არც უთქვამს და გამოძიებასთან საუბარიც არ შემიძლია, იმიტომ, რომ არ ვიცი, ვიცი რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ,” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ლიკვიდაციის შესაძლებლობასა და თვალთვალის შესახებ მას საგამოძიებო უწყებაში არ განუცხადებია:

“მე, აგრეთვე, მქონდა ინფორმაცია, რომ სუსისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად მათ იცოდნენ, გამაფრთხილეს კიდევაც, რომ ამის შესახებ არავისთან უნდა მელაპარაკა,” – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, ის ჯერჯერობით არ აპირებს სახელმწიფოსან დაცვა მოითხოვოს.

banner
წინა სტატიაშირუსუდან თევზაძე: გაკვირვებული ვარ, თუ როგორ მოახერხა პრემიერმა „უჟანგბადობის“ პერსპექტივით არსებულ რეალობაში გამოენახა „ჟანგბადი“ ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებისათვის
შემდეგი სტატია“ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები” – რას ამბობს პროკურორი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეზე