“ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები” – რას ამბობს პროკურორი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეზე

თუ ვისი შეკვეთით და მონაწილეობით იგეგმებოდა მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს – ამის შესახებ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის პროკურორის მაია სილაგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ეტაპზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები ხორციელდებოდა.

„ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით, გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ დღევანდელ სასამართლოზე დასაკითხი პირები: ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია, რადგან მათ უარი განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცხადებაზე, ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ორივე პირი სასამართლოს წინაშე დაიკითხება.

გამოძიება მიმდინარეობს შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე და ამ კუთხით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღეს მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, არაერთი მტკიცებულება იქნა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, მათ შორის, ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები. ამ საქმეზე გარდა დღეს დასაკითხი პირებისა, დაიკითხა არაერთი მოწმე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა მოწმეების გამოკითხვაც. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვერ გავაჟღერებთ დეტალურად იმ კითხვებს, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. ვინ მონაწილეობდა, ვინ იყო თანამზრახველი, ვისი შეკვეთით ხორციელდებოდა აღნიშნული ქმედება, ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება”, – განაცხადა მაია სილაგაძემ.

banner
წინა სტატიაშიმქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა დღის წესრიგში ყოფილიყო – გაბუნია სასამართლოში მივიდა
შემდეგი სტატიააუცილებელია სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა, რათა COVID-19-ის ჯანდაცვის კრიზისი არ იქცეს უსაფრთხოების კრიზისად – იენს სტოლტენბერგი