მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც ხელვაჩაურში თავი დაიზიანა, მძიმეა

ხელვაჩაურში სანადირო თოფით თავის დაზიანების გამო საავადმყოფოში მოხვედრილი 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა.

6-საათიანი ოპერაციის შემდეგ ექიმები დაშავებულის სიცოცხლის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.

ხელვაჩაურში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფით, ორი ჭრილობა 19 დეკემბერს მიიყენა. ამის გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ახლობლები და სკოლის დირექტორი ამის მიზეზად ინტერნეტთამაშს “ლურჯ ვეშაპს” ასახელებენ.

გამოძიება სსკ-ის 285-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშივინ გაათავისუფლა ჩატაევი?-,,წინასწარ გაფრთხილებთ კბილაშვილის გვარი არ ახსენოთ!…” – ბოკერია წულუკიანს
შემდეგი სტატიამსახიობ დავით როსტომაშვილის შვილი და მისი მეგობარი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ