მსახიობ დავით როსტომაშვილის შვილი და მისი მეგობარი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მსახიობ დავით როსტომაშვილის შვილი გიორგი როსტომაშვილი და მისი მეგობარი ნიკოლოზ მჭედლიანი დარბაზიდან გაათავისუფლა.

გიორგი როსტომაშვილი მოსამართლე ნათია გუდაძის განაჩენს სამართლიანს უწოდებს.

როსტომაშვილის ადვოკატის იმედა გოროშვილის განმარტებით, გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა. ბრალდების მხარეს ერთადერთი დაზარალებულის ჩვენება ჰქონდა, რომელიც დაზარალებულმა სასამართლოში დაკითხვისას შეცვალა.

პროკურატურა განაჩენით უკმაყოფილოა და მის გასაჩივრებას გეგმავს.

როსტომაშვილი და მჭედლიანი ამ წლის 21 მარტს, თბილისში ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი ყაჩაღობის გამო იყვნენ დაკავებულები. ისინი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სსკ-ს 179-ე, 236-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიმოზარდის მდგომარეობა, რომელმაც ხელვაჩაურში თავი დაიზიანა, მძიმეა
შემდეგი სტატიათქვენ ჩარჩენილი ხართ წარსულში – წულუკიანი ბოკერიას