ვინ გაათავისუფლა ჩატაევი?-,,წინასწარ გაფრთხილებთ კბილაშვილის გვარი არ ახსენოთ!…” – ბოკერია წულუკიანს

საპარლამენტო უმცირესობა საკომიტეტო მოსმენების ერთი საათით გახანგრძლივებას ითხოვს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ კომიტეტების გაფართოებულ სხდომაზე, მთავრობის შემადგენლობის ნაწილის მოსმენა და მათგან ინფორმაციის მიღება, შეუძლებელია. მათი თქმით, დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ კომიტეტის სხდომაზე კითხვის დასმის შესაძლებლობა.
ოპოზიციის მთავარი კითხვები, 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას და საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის საქართველოში ყოფნას ეხება.
კითხვები ასევე არსებობს ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებასა და მოზარდებს შორის გახშირებულ დაპირისპირებაზე.
მწვავე შელკითხვა ჰქონდა გიგა ბოკერიას, რომელმაც მიმართა წულუკიანს იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ჩატაევის გათავსიუფლებაზე, ბოკეროამ მოსთხოვა წულუკიანს, რომ დაასახელოს ვისი გადაწყვეტილებით გათავიოსუფლდა ჩატაევი.
ბოკერიას კითხვები ჰქონდა შს მინისტრთთან ,რამდენად საფუძვლიანად იყო მომზადებული სპეცოპერაცია.
,,თქვენ გქონდათ პოზიცია,რომ არ უნდა გათავისუფლებულიყო ჩატაევი, მაგრამ გათავისუფლდა, ვინ იყო მომხრე ვინ გადაწონა თქვენი პოზიცია, წინასწარ გაფრთხილებთ არ ახსენოთ კბილაშვილი”-მიმართა ბოკერიამ წულუკიანს.

banner
წინა სტატიაშიჩვენი პრიორიტეტია, აგვისტოს ომის საქმეზე ვაჩვენოთ, რომ ჩატარდა ეთნიკური წმენდა – წულუკიანი
შემდეგი სტატიამოზარდის მდგომარეობა, რომელმაც ხელვაჩაურში თავი დაიზიანა, მძიმეა