მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდებული მერაბ მორჩაძის სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდია დაკითხეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდებული მერაბ მორჩაძის სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიას დაკითხვა დასრულდა.

დაკითხვა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

მიხეილ კალანდიას კომენტარი არც სხდომის დაწყებამდე და არც დაკითხვის დასრულების შემდეგ არ გაუკეთებია.

მერაბ მორჩაძე მოწმეზე, კერძოდ მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიმარიხუანას კულტივაცია/ექსპორტი – ჯანდაცვის კომიტეტი პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევას ითხოვს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვარ ბრძოლისთვის