სალომე ზურაბიშვილი – მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვარ ბრძოლისთვის

 

მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვარ ბრძოლისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც მხარი დამიჭირა, ხმა მომცა, ყველას, ვინც ორთვენახევარი, სამი თვე ასე აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში. „ოცნებას“, „ოცნების“ აქტივისტებს, უბრალო ადამიანებს. ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს, გამარჯვებაა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად იმ ბინძური კამპანიის, ცილისწამების, იმ ბინძური ხერხების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას. ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი ადგილი პირველ ტურში არის გამარჯვება. „რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა. და რა?! ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? – არააა. და რა, მხარდამჭერები და თანამდებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის. მზად ვარ ბრძოლისთვის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდებული მერაბ მორჩაძის სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდია დაკითხეს
შემდეგი სტატიათელავის საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრები განიხილა