მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტი – ჯანდაცვის კომიტეტი პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევას ითხოვს

ჯანდაცვის კომიტეტი პარლამენტიდან მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევას ითხოვს.

ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დააყენა და კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაეტანა. დეპუტატები გადაწყვეტილებას არჩევნების შედეგებსაც უკავშირებენ.

რადგანაც კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა, გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

კომიტეტის სხდომას, სადაც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობდნენ, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილიც ესწრებოდა. მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით სავარაუდოდ ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: სამოქალაქო ომის ხსენება, მუქარაა და თუ ნერვები არ ჰყოფნით, მოხსნას ზურაბიშვილმა კანდიდატურა
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდებული მერაბ მორჩაძის სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდია დაკითხეს