მოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება.

ბრალდებულთა ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საქმეში გაცილებით მეტი პირია ჩართული, ვიდრე ეს ოფიციალურად არის დადგენილი.

უფლებადამცველების თქმით, მოწმეების მიერ ჩვენების შეცვლა რეალური დამნაშავეების დადგენას ართულებს. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ პროკურატურაში, სადაც აცხადებენ, რომ არც ერთ მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია.

“გაცილებით მეტი პირი მონაწილეობს აქ ვიდრე ეს დადგენილი აქვს საგამოძიებო ორგანოს, საქმეში დაკითხულმა ყველა მოწმემ უმნიშვნელოვანეს მომენტებზე შეცვალა ჩვენება.“- ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

banner
წინა სტატიაშიჭიათურის მაღაროში გვირაბის ნგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაუნდა დასრულდეს ის ეპოქა, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოს დირექტორი იყო – ანა დოლიძე