ჭიათურის მაღაროში გვირაბის ნგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გვირაბის ნგრევას ჭიათურის მაღაროში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა შუქრუთის მაღაროში გამთენიას მოხდა.

45 წლის ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მაღაროელები ყვებიან, რომ ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ ერთი ლოდი, სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა. მათივე თქმით, უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს წარმოებდა ავარიულ მდგომარეობაში იყო, თუმცა ადმინისტრაცია მუშებს ადგილზე მუშაობას მაინც ავალდებულებდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 240 მუხლით აღიძრა, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკემეროვოს ხანძრის შედეგები: 37 დაღული და 69 უგზო-უკვლოდ დაკარგული (ვიდეო)
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება