უნდა დასრულდეს ის ეპოქა, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოს დირექტორი იყო – ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს.

დოლიძის ინიციატივა მოსამართლეების დანიშვნას ეხება და მის წარდგენას ის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აპირებს.

ინიციატივის მიხედვით, იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გაამწესებს გათვალისწინებული იყოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით სასამართლოს თავმჯდომარე შემთხვევითი წილისყრით უნდა აირჩიონ. ინიციატივებზე იუსტიციის საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

„უნდა დასრულდეს ის ეპოქა, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოს დირექტორი იყო. აქედან გამომდინარე თავმჯდომარე არჩეული უნდა იყოს წილისყრით. შემთხვევითად უნდა ავირჩიოთ ეს ადამიანი ვინც წარმოადგენს სასამართლოს,“-აცხადებს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა