მოზარდები, რომლებმაც მაღაზიიდან არაყი მოიპარეს, თავდებით გაათავისუფლეს

მოზარდები, რომლებმაც მაღაზიიდან არაყი მოიპარეს, თავდებით გაათავისუფლეს.
ეს კრიმინალური შემთხვევა  ქუთაისთან ახლოს მოხდა. გეოგრაფიული ადგილის ზუსტ დასახელებს იმ მოტივით არ ვასახელებთ, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, ანუ ამ შემთხვევაში, იმაზეა ლაპარაკი, რომ ორმა მოზარდმა, რომელიც სკოლის დამამთავრებელ კლასში იყო, უბნის მაღაზია გაქურდა. მართალია, ბევრი არაფერი წაუღიათ, მაგრამ მაღაზიის მფლობელი, რომელიც ამავდროულად გამყიდველადაც მუშაობდა, თავს იგიჟებდა და ამბობდა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და ამიტომ, მძარცველი ბავშვების დასჯას მთელი სიმკაცრით ითხოვდა.
შემთხვევის ადგილზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ლამის მთელი შემადგნელობა მივიდა – კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებით დაწყებული ექსპერტებით დამთავრებული. შემთხვევის ადგილზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ნიკო დიასამიძეც იმყოფებოდა.
სამაფრთალდამცავებმა შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს და გამოძიებისთვის საჭირო ყველა პირველადი სამუშაო ჩატარეს. მოზარდები კი დასაკითხად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. კანონით, არასრულწლოვანის დაკითხვა მშობლის ან სხვა მეურვე პირის გარეშე არ შეიძლება, თუმცა აღმოჩდა, რომ ერთი მოზარდს მამა არ ჰყავდა, დედა უცხოეთში სამშაოდ იყო წასული. ბებია კი, რომელიც ბიჭს ზრდიდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი.
რაც შეეხება ქურდობაში მეორე ბრალდებულს, ის სრულაიდ მარტო ცხოვრობდა და, როგორც გაირკვა, შორეული ნათესავიც არ ჰყავდა. ამიტომ, დაკითხვას სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე დაესწრო.
ორივე ბიჭმა დანაშაული დაკითხვისთანავე აღიარა. მოზარდებმა გაქურდვის მოტივიც დაასახელეს – ქეიფი მოუნდათ, მაგრამ მხოლოდ პურის საყიდელი ფული ჰქონდათ. ამიტომაც, გადაწყვიტეს, მაღაზიაში შეპარულიყვნენ და ერთი ძეხვი, ერთი ბოთლი არაყი, ორი ქილა ლუდი და ორი კოლოფი სიგარეტი მოეპარათ.
მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიის მეპატრონე უმკაცრეს სასჯელს ითხოვდა, გამოძიებამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ არასრუწლოვანები თავდებით გაეთავისუფლებინა. თავდებში კი ბიჭებს მთელი პედკოლექტივი დაუდგა. სკოლის ყველა თანაშრომელი – დამლაგებელიდან დაწყებული მასწავლებლებითა თუ სამეურნეო განყოფილების ხელმძღვანელით დამთავრებული, ერთხმად ამბობდა, რომ ბიჭები ცუდი ყოფაქცევით არასოდეს გამოირჩეოდნენ.
მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა პროკურატურამ და ასევე, სასამართლომაც ჰუმანურობა გამოიჩინა და მოსაზრდებს, ერთი შეცდომის გამო, ცხოვრება სამუდამოდ არ დაუმახინჯა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში სოფელი ნალეფსაოში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხჩო
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძის ემოციური გამოსვლა “კვირის აქცენტებში”