მარტვილში სოფელი ნალეფსაოში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხჩო

მარტვილში სოფელი ნალეფსაოში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხჩო. მისი ცხედარი როგორც მეზობლები ამბობენ სახლის ბოსელში იპოვეს. იგი მეათე კლასის მოსწავლეა. მის ვინაობას „პრაიმტაიმი“ შეგნებულად არ ასაჯაროებს.

მეზობლების ინფორმაციით გოგონას ფინანსურად ძლიერი ოჯახი ჰყავს. შესაბამისად, თვითმკვლელობის მოტივად სოციალურ ფაქტორებს გამორიცხავენ.

ოჯახისთვის თვითმკვლელობის მოტივი უცნობია. „ყველანი საშინელ დღეში აღმოვჩნდით, დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. გაოგნებულები ვართ“ , – ამბობენ მეზობლები.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში
შემდეგი სტატიამოზარდები, რომლებმაც მაღაზიიდან არაყი მოიპარეს, თავდებით გაათავისუფლეს