“მოვუწოდებ ყველა ევროპელ მოთამაშეს, ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტონ”

მოვუწოდებ ყველა ევროპელ მოთამაშეს, გადაწყვიტონ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით კი საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ სავიზო რეჟიმის გაუქმებას. მათ შეასრულეს ყველა მოთხოვნა და ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღეს დადებითი შეფასება, – ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“უპირველეს ყოვლისა, მსურს დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ვიზალიბერალიზაციის არსთან დაკავშირებით არც ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში დებატები არ არის. ეს ყველასთვის მისაღებია. საუბარია უკვე არსებული ე.წ. შეჩერების მექანიზმის გაფართოების ინიციატივაზე, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობს. კიდევ ერთხელ მსურს დაგარწმუნოთ, რაც შეეხება საქართველოს საკითხს, აქ დაბრკოლებები არ არსებობს”,- აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ,,ნაციონალური” მოძრაობიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ პროვოკაციას აპირებენ
შემდეგი სტატია“ხვდება, რომ იმერეთში კატასტროფულად აგებენ არჩევნებს და ფიქრობს, ახლა რითი მოატყუოს ქუთაისელები“