“მოვყვებით სრულ იზოლაციაში თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამ წითელ ხაზსაც გადავკვეთთ’’- ხოშტარია

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ელენე ხოშტარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ევა გოცირიძის კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო მოყვება სრულ იზოლაციაში თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამ წითელ ხაზსაც გადაკვეთს.
,,ეს არის არამხოლოდ ევა გოცირიძის განცხადება. ჩვენ ვხედავთ მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლების განცხადებების მწკრივს, რომლებიც ფაქტიურად, ჯერ ერთი იტყუებიან იმიტომ, რომ იძახიან თითქოს აქ ვიღაცამ ქონება და აზრის გამოხატვა დააყენა საპირწონეზე. მეორე ის, რომ ფაქტიურად აკრიტიკებენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რაზეც ჩვენ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ მთავრობისგან მკაფიო პოზიცია. არ შეიძლება ერთი დღე გამოდიოდნენ და იძახდნენ სხვა და მეორე დღეს სხვას. საუბარია იმაზე, რომ დემოკრატია ილახება ამ პროცესით და სასამართლომ რაღაც არასწორად გააკეთა. ეს არის პრინციპული საკითხი არამხოლოდ ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის, არამედ საერთაშორისო პერსპექტივისთვის. ჩვენი ყველა მეგობარი წლების განმავლობაში გვაფრთხილებდა, რომ ეს არ გაგვეკეთებინა და მივიღეთ სილა სტრასბურგიდან. დღეს, ამ უგუნურ ხაზს ვაგრძელებთ, როდესაც მინისტრები და ევა გოცირიძე, ჩვენი კანდიდატი ფაქტიურად მუქარის გზავნილს აკეთებენ, რომ სტრასბურგი შეიძლება სხვანაირად მოხდეს’’- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს შეუძლია, განაგრძოს ცხოვრება გამოგონილ სამყაროში” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღი კვლავ უცნობია