პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღი კვლავ უცნობია

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა უნდა მიმართოს პარლამენტს სასურველ თარიღთან დაკავშირებით და ამის შემდეგ კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს თარიღი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გავმართოთ. ვერ გეტყვით გამოსვლა როდის იქნება. იყო გარკვეული შემოთავაზება თარიღის, თუმცა ის ემთხვეოდა მნიშვნელოვან ღონისძიებას, საქართველოში ჩამოდის ხუთი ქვეყნის სპიკერი და ორი ქვეყნის ვიცე-სპიკერი. აქედან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაგვეწია, თუმცა დამატებითი კონსულტაციები არ გამართულა. ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა მარტში იგეგმება.

banner
წინა სტატიაში“მოვყვებით სრულ იზოლაციაში თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამ წითელ ხაზსაც გადავკვეთთ’’- ხოშტარია
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია