მოუთმენელმა მძღოლმა 3 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა

აშშ-ს არკანზასის შტატის ქალაქ ლითლ-როკში მოუთმენელმა მძღოლმა ცეცხლი გაუსხნა მის წინ მიმავალ ავტომანქანას, რის შედეგად სამი წლის ბავშვმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და ჰოსპიტალში გარდაიცვალა. საჭესთან ბავშვის ბებია იჯდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დამნაშავე, სავარაუდოდ, უკმაყოფილო იყო მძღოლით, რომელსაც ავტომანქანა დაბალი სიჩქარით მიჰყავდა. თავდამსხმელი მიიმალა. მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქეებს იარაღის ტარების უფლება კონსტიტუციის მეორე მუხლით აქვთ ნებადართული.

banner
წინა სტატიაშისემეკ-ის თავმჯდომარე ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიანანა ქობალია- ლელა ქებურია ვერ გაიხსენებს ვერცერთ შემთხვევას, როცა მისი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ტელევიზიაში ან არასწორად გადაიცა, ან დაიბლოკა