სემეკ-ის თავმჯდომარე ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) ხელმძღვანელი ირინა მილორავა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს.

„ყველა მომდევნო დღე ამ კვირაში და მომდევნო კვირაში არის ტარიფების სხდომა, იმიტომ რომ ჩვენ, ვიდრე სამომხმარებლო ტარიფებზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვიღებთ გადაწყვეტილებებს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტორსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა გვაქვს ”სახელმწიფო ელექტროსისტემის” ნაწილში, ასევე ზრდა არის ”ენერგოტრანსის” ნაწილში. გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფების ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც ”სახელმწიფო ელექტროსისტემას” აქვს“, – განაცხადა ირინა მილორავამ.

მისივე თქმით, კომისია ხვალინდელ სხდომაზე თბოელექტროსადგურების ტარიფს გამიხილავს, რომლის შემდეგაც, ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა მოხდება.

„ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება ამ მხრივ არასწორი იქნება”, – აღნიშნა მილორავამ.

განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრება. მათი თქმით, ლარის გაუფასურება სამომხმარებლო ტარიფზეც აისახება.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა
შემდეგი სტატიამოუთმენელმა მძღოლმა 3 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა