მოტყუებით გაიყვანეს, ეს მოდის სამსახურის მხრიდან – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა

23 წლის პროგრამისტის მამის ვარაუდით, გოგო მოკლული და ნაწამებია. იგი ასევე არ გამორიცხავს თავისი შვილის მოტაცების ვერსიას.

აწამეს და მოკლეს ბავშვი. აქედან მოტყუებით გაიყვანეს. ეს მოდის სამსახურის მხრიდან, ზეწოლის ქვეშ იყო, – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა მედიასთან საუბრისას.

გარდაცვლილის ოჯახი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით უკმაყოფილოა. ბაჩალიაშვილის მამა ასევე ამბობს, რომ სამძებრო სამუშაოები ეფექტურად არ მიმდინარეობდა, რის გამოც პროგრამისტის 5 დღიანი გაუჩინარება ტრაგიკულად დასრულდა.

აი, ჩვენი მთავრობა, აი, ჩვენი პოლიცია… ვეხვეწები 5 დღეა ხალხო… ბავშვი დავკარგე და ნახეთ… ვიყავითო და მივედი იმ ადგილას ზუსტად, სოფელში და არ ყოფილა პოლიცია დღეს აქაო, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში,22 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : 24 ახალი შემთხვევა მომეტებულად გეჩვენებათ, მაგრამ სრულიად გასაგებია, რადგან კვლევა ტარდება გარდაბანში, რომელიც დიდი მუნიციპალიტეტია
შემდეგი სტატიაკომპანია “ზეგ”, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო