მარინა ეზუგბაია : 24 ახალი შემთხვევა მომეტებულად გეჩვენებათ, მაგრამ სრულიად გასაგებია, რადგან კვლევა ტარდება გარდაბანში, რომელიც დიდი მუნიციპალიტეტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გასაკვირი არ არის, ვინაიდან საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტის, გარდაბნის სოფლების მოსახლეობის კვლევა მიმდინარეობს.

ეზუგბაია იმედოვნებს, რომ ინფიცირებულების იზოლაციით, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენისა და საკარანტინო სივრცეში გადაყვანის შედეგად, ე.წ. გარდაბნის კლასტერში ინფიცირებულების რაოდენობა თანდათან შემცირდება და დინამიკაში მატება აღარ დაფიქსირდება.

„ყველაფრის მართვა შეიძლება, თუ ყველა მოქალაქე, მაღალი პასუხისმგებლობით მივუდგებით ვითარებას, ხომ ვიცით, რომ კოვიდი არსად წასულა, დავიცვათ არსებული რეგულაციები და საპანიკო სიტუაცია არ გვექნება. კარგა ხანია, ასეთი რაოდენობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ყველაზე დიდი მაჩვენებელი ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა 33 ახალი შემთხვევა ერთი დღეში.

24 ახალი შემთხვევა ცოტა მომეტებულად გეჩვენებათ, მაგრამ ეს სრულიად გასაგებია, რადგან გარდაბანი დიდი მუნიციპალიტეტია, მისი მოსახლეობის კვლევა ტარდება. იმედია, ხვალ, ზეგ, მაზეგ, ინფირებულების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, რადგან ხდება კვლევა, ინფიცირებულების იზოლაცია და მათთან კონტაქტში მყოფი პირების დაკარანტინო სივრცეში გადაყვანა. ეს არის სწორედ იმის თქმის საფუძველი, რომ დინამიკაში მატება ამ კლასტერშიც არ გქვენება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერიამ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა
შემდეგი სტატიამოტყუებით გაიყვანეს, ეს მოდის სამსახურის მხრიდან – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა