კომპანია “ზეგ”, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო

admin
ავტ.: admin ივლისი 22, 2020 12:52

კომპანია “ზეგ”, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო

კომპანია „ზეგ“ – სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს და მომხდარი გამო წუხილს გამოთქვამს.

როგორც კომპანიის დირექტორი თამარ კობერიძე ამბობს, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რადგან, როგორც კობერიძე იხსენებს, მას ერთდროულად ორ სამსახურში მუშაობა და სწავლა უჭირდა; სამსახურიდან წასვლის შესახებ კი მან მენეჯმენტს გასულ კვირას შეატყობინა. დირექტორის თქმით, კომპანია მხოლოდ ამერიკელ დამკვეთებზე მუშაობს და ქართულ ბაზართან შეხება არ ჰქონდა. თამარ კობერიძე ამბობს, რომ მისი და მისი თანამშრომლებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება არის აუხსენელი.

კომპანიის თანამშრომელი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ძალიან ნიჭიერი დეველოპერი იყო.

პროგრამისტი წერს პროგრამებს და რატომ ხდება, რომ რაღაც საიდუმლოებებზე მუშაობს, არ ვიცი. სიტყვა”დეველოპერსაც” ვერ იგებენ, პროგრამისტი გოგო ჰგონიათ მშენებელი, – ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, 21 ივლისს, ოჯახის ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.

admin
ავტ.: admin ივლისი 22, 2020 12:52