ერდოღანი: დასავლეთმა ჭკუა თავისთვის შეინახოს,სიკვდილით დასჯას ხელს მოვაწერ

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თუ პარლამენტი ხმას მისცემს თურქეთში სიკვდილით დასჯის შემოღებას, ის მას დაეთანხმება და ხელს მოაწერს.
,,მოქალაქეები მოითხოვენ. სიკდილით დასჯა. სიკვდილით დასჯა.მე ვეუბნები მოქალაქეებს, ჩვენი კონსტიტუციით სიკვდილით დასჯას ხმა პარლამენტმა უნდა მისცეს და როცა პარლამენტი ამას გადაწყვეტს, მე როგორც პრეზიდენტი დავეთანხმები და ხელს მოვაწერ. დასავლეთიდან ზოგიერთები სიკვდილით დასჯაზე რატომ საუბრობთო გვეუბნებიან.სუვერენიტეტი ყოველგვარი პირობის გარეშე ხალხის ნებაა. ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულად მართული ქვეყანაა. ხალხის გადაწყვეტილებაზე უფრო დიდი გადაწყვეტილება არ არსებობს. თუ თქვენ დემოკრატიაზე საუბრბთ, მაშინ აქ ამაზე არ ისაუბროთ, რადგან ამ საუბრებით თქვენ ამბოხებას იცავთ. ამ დრომდე მსოფლიოს საკმაო ნაწილში სიკვდილით დასჯა მოქმედებს. ამასწინათ, 19 წლის წინ დაპატიმრებული ადამიანი სიკვდილით დასაჯეს აშშ-ში. ამ დრომდე გრძელდება ეს ამბავი. რამდენიმე ქვეყანაში დღემდე არსებობს სიკვდილით დასჯა. როცა მსოფლიოში ასეთი მოცამულობა გვაქვს, ვიღაცეები ჩვენ ჭკუას გვასწავლიან. ის ჭკუა თავისთვის შეინახონ.,, აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიმოსულში ISIS-მა 800-ზე მეტი მეომარი დაკარგა
შემდეგი სტატია7 გასროლა ბახტრიონზე და 2 დაჭრილი მამაკაცი