მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხუმრობა გახდა – დირექტორის მოადგილე

თბილისის 61-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხუმრობა გახდა. როგორც მადინა ბაღდავაძემ განაცხადა, დაშავებულები არ არიან და მოსწავლეებს მხოლოდ ნაკაწრები აქვთ.

“საკლასო ოთახში კონფლიქტის მიზეზი ხუმრობა გახდა. ამბობენ, რომ მოსწავლეებმა ვერ გაუგეს ერთმანეთს. სასწრაფოს გამოძახება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ბავშვები გაკაწრულები იყვნენ, ერთ-ერთს სათვალე ეკეთა, სათვალეზე მოხვდა ხელი და ამ სათვალით გაიკაწრა. დაშავებულები არ არიან, მათ მეტი დაზიანება არ მიუღიათ. მხოლოდ ორი მე-11 კლასელი იყო და ისინი აქ, სკოლაში არიან, კლინიკაში არ გადაუყვანიათ. მანდატურის სამსახური ასეთ შემთხვევებში ყოველთვის იძახებს სასწრაფოს და ჩვენც პრევენციის მიზნით ვიძახებთ ხოლმე, რომ მეტი გართულება არ მოჰყვეს. ისინი კი ამბობენ, რომ იხუმრეს, მაგრამ ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით შინაარსი. სასწრაფოს დახმარება მოსწავლეებს არ დასჭირვებიათ”, – აღნიშნა ბაღდავაძემ.

თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში ორ მე-11 კლასელს შორის დაპირისპირება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში-დაშავებულია 17 ადამიანი
შემდეგი სტატიააჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დავით მიქიაშვილი დაინიშნა