აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დავით მიქიაშვილი დაინიშნა

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დავით მიქიაშვილი დაინიშნა.

დავით მიქიაშვილი მანამდე მცხეთა-მთიანეთის საპატრულო სამსახურის უფროსი იყო. მანამდე კი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა.

აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი იანვრის ბოლოს გახდა ვაკანტური. გასულ თვემდე აღნიშნული თანამდებობა მიხეილ დილემაშვილს ეკავა, რომელიც 2019 წლის 31 იანვარს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ კუპატაძემ კი როტაციის პრინციპით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

banner
წინა სტატიაშიმოსწავლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხუმრობა გახდა – დირექტორის მოადგილე
შემდეგი სტატია“თავიდანვე ეს საქმე იყო უსამართლობითა და სიბილწით შეკერილი” – მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე