ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში-დაშავებულია 17 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტში. „თაიმერის“ ინფორმაციით სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი,რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. მგზავრების ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. მომხდართან დაკავშრებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანრმთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიამოსწავლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხუმრობა გახდა – დირექტორის მოადგილე