მოსკოვში რერიხის მუზეუმში ჩხრეკა მიმდინარეობს

რერიხის საერთაშორისო ცენტრის მოსკოვის მუზეუმში ჩხრეკა მიმდინარეობს – “ბიბისი” აცვრცელებს. უკანასკნელი ინფორმაციით, მუზეუმის შესასვლელი სპეცრაზმმა გადაკეტა. მუზეუმის თანამშრომლების განცხადებით, ჩხრეკის დროს მუზეუმიდან დაახლოებით 200 ნახატი გაიტანეს. რუსეთის კულტურის სამინისტროს განცხადებით, ჩხრეკა “მასტერ-ბანკის” საქმეზე მიდის, ამიტომ ის მათ არ ეხებათ.
“მასტერ-ბანკის” საქმეზე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბანკის წინასწარგამიზნულად გაბანკროტებას ეხება, 2015 წელს აღიძრა.
რერიხის საერთაშორისო ცენტრი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. მისი მოსკოვის ოფისი და მხატვარ ნიკოლა რერიხის მუზეუმი ლოპიხინების მამულში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიჰამბურგში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა აკრძალეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ელჩმა დაადასტურა, რომ ევროკავშირში სირიელი ლტოლვილების საქართველოში ჩასახლების საკითხი არ განიხილება