მოსკოვი გრძელი დისტანციის გამანადგურებელი რაკეტების შექმნას აპირებს

აშშ-ს განცხადების შემდეგ, სარაკეტო შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, მოსკოვი გრძელი დისტანციის გამანადგურებელი რაკეტების შექმნას აპირებს. 2019-2020 წლებში კომპლექს “კალიბრის” სახმელეთო ვარიანტის შექმნა აუცილებელია საზღვაო გამოყენებისათვის, რომელიც გრძელი დისტანციის ფრთიანი რაკეტა იქნება – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 5 თებერვალს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. შოიგუს თქმით, აღნიშნული ზომები დაკავშირებულია აშშ-ს საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გასვლასთან.

ვაშინგტონი თვლის, რომ რუსეთის ფედერაცია 1987 წელს დადებულ ხელშეკრულებას საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ რაკეტა 9М729 -ის წარმოებით არღვევს. ამერიკული მხარის თქმით, რაკეტას 500 კილიომეტრის გავლა შეუძლია, რაც შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
შემდეგი სტატიარომის პაპი: მღვდლებს მონაზვნები სექს-მონებივით ყავდათ