(video)სკანდალი – საარჩევნო კომისიებში „ოცნება“ და „ნაციონალები“ ფარულად თანამშრომლობენ?!

walenjixa

gulordava-mosizeსკანდალი – საარჩევნო კომისიებში „ოცნება“ და „ნაციონალები“ ფარულად თანამშრომლობენ?!

  

როგორც აქამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე, წლევანდელი ოქტომბრის არჩევნების მთავარი „აქილევსის ქუსლიც“ საარჩევნო კომისიები იქნება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ხელისუფლება, როგორც ჩანს, ფონს გასვლას ზუსტად ამ გზით შეეცდება, მით უმეტეს, რომ როგორც „თაიმერისთვის“ ხდება ცნობილი, „ოცნება“ ამ კუთხით ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებს.

საქმე იმაშია, რომ ისინი, ვინც წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ და კოალიციის სასარგებლოდ მუშაობდნენ, ოქტომბრის არჩევნებს „დაწინაურებულნი შეხვდებიან“ და აქტივისტობიდან პირდაპირ საარჩევნო კომისიებში გადაინაცვლებენ. უფრო მეტიც, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საარჩევნო ადმინისტრაცია ნეპოტიზმის ოაზისად იქცა, ანუ საარჩევნო კომისიებში ახალ წევრებს მხოლოდ იმ ნიშნით ამტკიცებენ, რომ ისინი წარსულში „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები იყვნენ. არადა, ყველაფერი, კონკურსით უნდა ხდებოდეს. ამის ნათელი მაგალითი, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წალენჯიხა, უფრო კონკრეტულად, №68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიაა, რომლის წევრადაც ქეთო მოსიძე დაინიშნა.

ვიდრე დეტალებზე გადავალთ, საქმის დეტალებში უკეთ გარკვევის მიზნით, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გაგაცნობთ:

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსიმე-20 მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტების საფუძველზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან, აკმაყოფილებს რა საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიმე-20 მუხლის მე-11, მე-13 და მე-17 პუნქტების მოთხოვნებს და ამავდროულად, სახელობითი კენჭისყრის შედეგების შესაბამისად მიიღო რა საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიმე-19 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-20 მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი ხმების საჭირო ოდენობა,საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიმე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-7, მე-10 და მე-16 პუნქტების, 77- მუხლის მე-5 პუნქტის, 78- მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2მარტის №10/2012 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. №68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეულ იქნას ქეთო მოსიძე.

ვინ არის ქეთო მოსიძე? როგორც „თაიმერმა“ გაარკვია, მოსიძე 2012-2014 წლებში, საოლქო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და ამავე დროს, პარტია „ქართული ოცნების“ წევრიც იყო, თუმცა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგაიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, ბერდია კალანდია, რომელმაც პარტია პროტესტის ნიშნად რამდენიმე წლის წინ დატოვა, ჩვენთან საუბრის დროს ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

2014 წლმდე, ქეთო მოსიძე პარტიაში არ ირიცხებოდა, მაგრამ ვადასტურებ, რომ ის 68-ე საოლქოში კომისიაში ქართული ოცნების წარმომადგენელი გახლდათ,“ – განმარტავს კალანდია და დასძენს, რომ მოსიძე, როგორც მისთვისაა ცნობილი, „ოცნების“ წევრი 2014 წელს, ანუ მას შემდეგ გახდა, რაც კალანდიამ პარტია დატოვა.

„თაიმერი“ პარტია „ქართული ოცნების“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის მოქმედ ხელმძღვანელს, გოგა გულორდავასაც დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მოსიძე პარტიის წევრია.

„დიახ, ქეთო მოსიძე პარტიაში მე გავაწევრიანე“, – აღიარა „თაიმერთან“ საუბრის დროს გულორდავამ და იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე მოსიძე პარტიის წევრი აღარ არის.

„მოსიძემ პარტია იმ მიზეზით დატოვა, რომ ცესკო მიერ გამოცხადებულ კონკურსში აპირებდა მონაწილეობა,“ – განმარტავს გულორდავა.

შესაძლებელია, გულორდავა არ ცრუობს და იმ დროს, როცა კონკურსში მონაწილეობდა, მოსიძეს პარტია „ქართული ოცნება“, მართლაც, დატოვებული ჰქონდა, მაგრამ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ თავად პარტიამ დამალა, რომ ქეთო მოსიძე მისი წევრი იყო.

„თაიმერი“ საარჩევნო ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ მოსიძეს აპლიკანტის მიერ შევსებულ ანკეტაში პარტიულობა არ მიუთითებია და უბრალოდ, აღნიშნა, რომ 2012-2014 წლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.

თუ გაქვთ დამტკიცებელი საბუთი, რომ ქე მოსიძე დღესაც პარტიის წევრია, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ,“ – განუცხადეს „თაიმერს“ საარჩევნო ადმინისტრაციაში.

ზომების მიღება კარგია, მაგრამ ეს პოსტ-ფაქტუმ კი არა, თავიდანვე უნდა ხდებოდეს, თორემ გამოდის, რომ ცესკო-ს მოტყუება ნებისმიერს შეუძლია, ანუ „თაიმერს“ მოსიძის პარტიულობის შესახებ შემთხვევით რომ არ შეეტყო და ამის თაობაზე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არ ეცნობებინა, მოსიძე ფარულად, რასაკვირველია, „ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავებდა.

გარდა ამისა, თუ ასეთი მოტყუების ერთი პრეცედენტი დაფიქისრდა, რა გარანტია არსებობს, რომ ასეთი „მოსიძეები“ საარჩევნო კომისიებში მრავლად არ არიან?!

სხვათა შორის, „თაიმერმა“ ის ინფორმაციაც მოიპოვა, რომ 68-ე წალენჯიხის საოლქო კომისიის წევრად ქეთო მოსიძის არჩევას მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. აქაც ჩნდება კითხვა:

თუ „ნაციონალებმა“ მოსიძის პარტიული საქმიანობის შესახებ იცოდნენ, მხარი რატომ დაუჭირეს? ალბათ, „ნაცმოძრაობასაც“ აწყობს, რომ საოლქოს წევრი ზუსტად მოსიძე გამხდარიყო და არა სხვა, პარტიული გავლენებისგან თავისუფალი ადამიანი. ეს მხარდაჭერა კი, მინიმუმ, აღძრავს ეჭვს, რომ ადგილებზე „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო ინტერესები ისევ აქვთ, ანუ კოჰაბიტაცია და, შესაბაისად, ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა გრძელდება და მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება გაჭირვებულ და მშიერ მოსახლეობაზე კი არა, მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს!

Timer.ge

აღნიშნილი ვიდეომასალა ქართული ოცენება-დემოკრატიული საქრთველოს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იძებნება, რომელიც 2014 წლით თარიღდება.

https://youtu.be/Cw-BgQV2LBk

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაალექსიძის ქუჩის მცხოვრებლებმა ნარმანიას ფიტული დაწვეს