“მოსამართლის მანტიის ქვეშ გაცვია “ქართული ოცნების“ მაისური, ჩაქუჩი დაურტყი მურუსიძეს და თადუმაძეს” – მელია მოსამართლეს დაუპირისპირდა

region
ავტ.: region ოქტომბერი 10, 2019 16:42

“მოსამართლის მანტიის ქვეშ გაცვია “ქართული ოცნების“ მაისური, ჩაქუჩი დაურტყი მურუსიძეს და თადუმაძეს” – მელია მოსამართლეს დაუპირისპირდა

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე დაიწყო.

სხდომაზე მელიამ მოსამართლეს მიმართა, გაეთვალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ შესაბამისი პასუხი უკვე გასცა მის უფლებადამცველს.

თავის მხრივ, საპასუხოდ მელიამ აღნიშნა, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და დირექტივებს სატელეფონო ზარის საშუალებით იღებს.

მელიას ამ რეპლიკას მოსამართლის გაღიზიანება მოჰყვა და მელიას თავშეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა საბოლოოდ, მისი სხდომათა დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

“გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. ეს არ არის სხდომის დარბაზი, სადაც ფიცს დებს მოსამართლე. მე არავინ მირეკავს, გაჩუმდით,” – მიმართა მოსამართლემ მელიას.

საპასუხოდ კი, მელიამ უპასუხა: “ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს.”

ნიკა მელიას სასამართლოს შენობა არ დაუტოვებია და პროცესის დასრულებას უკვე დარბაზის გარეთ ელოდება.

region
ავტ.: region ოქტომბერი 10, 2019 16:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,127
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics