„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი – პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იქნება ჩართული სექტორის განვითარებაში, სხვადასხვა საკითხებისა და გამოწვევების მოგვარებაში

კერძო სექტორი, სახელმწიფოსთან ერთად მოვახდენთ პრიორიტეტული მიმართულებების წარმოჩენას და შემდგომ ერთობლივად განვახორციელებთ სხვადსხვა პროგრამებს, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში დიდ შედეგებს მოგვიტანს, – ამის შესახებ კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა, პრემიერ-მინისტრისა და მეღვინეებისა და მევენახეების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნუცა აბრამიშვილის თქმით, კერძო სექტორი მიესალმება პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობას სექტორის განვითარებაში.

ფორმატი იყო სრულიად ახალი ამ სექტორისთვის. ის, რომ პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იქნება ჩართული სექტორის განვითარებაში, სხვადასხვა საკითხებისა და გამოწვევების მოგვარებაში. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან. თითოეული საკითხი თუ პრობლემა მთავრობასთან ერთად იქნება დაძლეული. პირველი გამოწვევა, რაც დღეს არსებობს, ეს არის ქართული ღვინის უფრო მეტად პოპულარიზაცია, ბაზრების დივერსიფიკაცია, აქტიური მუშაობა მძლავრ ბაზრებზე. უშუალოდ საუბარი იყო ბიუჯეტში პროგრამაზე, სადაც მარკეტინგული ღონისძიების მიმართულებით დაახლოებით ცხრა მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც დარგის განვითარებასა და მეღვინეობის პოპულარიზაციას მოხმარდება“, – განაცხადა „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშიადმინისტრაცია: პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის ბაქოში ვიზიტის შედეგს
შემდეგი სტატია“მოსამართლის მანტიის ქვეშ გაცვია “ქართული ოცნების“ მაისური, ჩაქუჩი დაურტყი მურუსიძეს და თადუმაძეს” – მელია მოსამართლეს დაუპირისპირდა