მოსამართლემ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე, მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. საქმის განხილვაზე მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე კირკიტაძის გათავისუფლების შუამდგომლობასთან ერთად დაცვის მხარემ ხელმოწერები და ის პირები წარადგინა, რომლებიც ენმ-ს წევრს თავდებში უდგებოდნენ.

დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს
შემდეგი სტატია“როდესაც მექმნება თეთრი თმა, გავიზრდი და გავიკეთებ დიდ კოსას, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო” – წულუკიანი უთანხმოების მიზეზს არ ასახელებს