“როდესაც მექმნება თეთრი თმა, გავიზრდი და გავიკეთებ დიდ კოსას, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო” – წულუკიანი უთანხმოების მიზეზს არ ასახელებს

“როდესაც მექმნება თეთრი თმა, გავიზრდი თმას და გავიკეთებ დიდ კოსას, თქვენ ისევ ახალგაზრდები იქნებით, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო. მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე საუბარს, თემის დაკონკრეტებას,“- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მასსა და გუნდის დანარჩენ წევრებს შორის არსებულ უთანხმოებას ეხებოდა. მან მედიასთან კვლავ არ დააკონკრეტა საკითხი, რის გამოც ის თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს.

წულუკიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით გადადგომას არ აპირებს, თუმცა მისი პოსტზე და გუნდში დარჩენა დამოკიდებულია გადაწყვეტილებაზე, რომელსაც პრემიერი მის ულტიმატუმთან დაკავშირებით მიიღებს.

“მეშვიდე წელია დაიწყო, რაც მე ჩემს კოლეგა დავით სერგეენკოსთან ერთად ამ პოზიციაზე ვაგრძელებ მუშაობას და მართალი ბრძანდებით, რომ კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან წავიდეს. ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს, როდესაც მე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას. ამ თემაზე არ ვისაუბრებდი, ეს ამბავი გარეთ რომ არ გამოსულიყო. რაკი თქვენამდე მოვიდა, მედია გამოხატავს ინტერესს და როცა ეს სიმართლეა, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ გულწრფელად მეპასუხა. დანარჩენი წინა სპეკულაციები თუ მოთხოვნები იყო რეალობისგან შორს. ამიტომ ჩემი მხრიდან კომენტარის ღირსად არ ჩამითვლია საჭიროდ,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიახატია მოისწრაფიშვილი : პრეზიდენტის შეფასებით, ლიეტუვის გამოცდილების გაზიარებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერშეტევებისგან დაცვას შევძლებთ