თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს

იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს პასუხობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრიმანის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე დაიწყო და ამაზე მოლაპარაკებები ბოლო ერთი კვირაა, მიმდინარეობს, პრეზიდენტი საფრანგეთში ელჩად სწორედ თეა წულუკიანს მიავლენს.

წულუკიანმა რამდენიმე წუთის წინ, რუსთავში სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაშია, სავარაუდოდ, ვიზიტამდე თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკა სირაძე-დელონემ ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი აცხადებს, რომ საკითხი, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობს, არ ეხება არც შეწყალების კომისიას, არც სასჯელაღსრულების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანებას
შემდეგი სტატიამოსამართლემ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა