თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით გვარამიას და დამენიას უფლებამოსილება აღუდგათ

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველებთან დაკავშირებით დღეს ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

მოსამართლემ დავით დვალს დროებითი მმართველის უფლებამოსილება შეუწყვიტა. რაც შეეხება რევაზ საყევარიშვილს, თამაზ ურთმელიძემ ის კვლავ დროებით მმართველად დატოვა, თუმცა ის ამ უფლებამოსილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც სააპელაციო სასამართლო “რუსთავი 2” სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებას  ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ადასტურებს.

წყარო: www.pia.ge

banner
წინა სტატიაში“ჯარს მიხედე რა, სანამ გამოგათრიე მაგ სამინისტროდან”-ირმა ინაშვილი თინა ხიდაშელს მიმართავს
შემდეგი სტატიასასამართლომ გვარამიას და დამენიას უფლებამოსილება დროებით აღუდგინა