სასამართლომ გვარამიას და დამენიას უფლებამოსილება დროებით აღუდგინა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 91%-იანი წილის მფლობელები - გიორგი ყარამანიშვილი, ლევან ყარამანიშვილი და შპს ტელეკომანია "საქართველო" განცხადებას ავრცელებენთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა. აღნიშნული განცხადება სასამართლოს საიტზეა გამოქვეყნებული.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს ტელეკომპანია საქართველოს წარმომადგენლების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებასთან დაკავშირებით, ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე.

სასამართლომ საჩივრის განხილვისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებებით მოსარჩელე ქიბარ ხალვაშმა დააფიქსირა პოზიცია- სასამართლო დავების მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, დავით დვალისათვის შპს ‘’სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2’’-ის წილის ნაწილის გადაცემის თაობაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების ნაწილი დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დარჩა.

დროებითმა მმართველებმა – დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა, სასამართლოში წარმოადგინეს თავიანთი პოზიცია, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ მათი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქმნება ვაკუუმი შპს ‘’სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის’’ საქმიანობაში, რადგან წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს ‘’ტელეკომპანია საქართველოს’’ წარმომადგენლების საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს- ყოფილ მენეჯმენტს.

აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით გვარამიას და დამენიას უფლებამოსილება აღუდგათ
შემდეგი სტატიაშსს-ს თანამშრომლებმა სოფელ ვაშლოვანში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზარალებულები გადაარჩინეს