“ჯარს მიხედე რა, სანამ გამოგათრიე მაგ სამინისტროდან”-ირმა ინაშვილი თინა ხიდაშელს მიმართავს

ირმა ინაშვილი თინა ხიდაშელს გამოეხმაურა. მან პასუხი გასცა ხიდაშელის იმ სტატუსს სოციალურ ქსელში, სადაც მინისტრი პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის შეხვედრაზე საუბრობდა პატრიოტთა ალიანსის წევრებთან და აცხადებდა, რომ ამ შეხვედრის გამო კითხვები აქვს ჩიხრაძესთან.

„ვაფასებ იმას, რომ გამოაგზავნა ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე. მან ასევე მოგვთხოვა ინფორმაცია, ფაქტები, რაც გვაქვს საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით. არავითარი შეფასებები ქალბატონ ფიქრიას არ გაუკეთებია და რომც გაეკეთებინა რა თინა ხიდაშელის საქმე და პრეროგატივაა. ჯარს მიხედე რა, სანამ გამოგათრიე მაგ სამინისტროდან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსის წევრები საგარეჯოში შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და შიმშილობენ. ისინი რესპუბლიკური პარტიის წევრი მინისტრების გიგლა აგულაშვილისა და თინა ხიდაშელის გადადგომას ითხოვენ, რომლებიც ჩართული იყვნენ ინაშვილის კონკურენტის თამარ ხიდაშელის წინასაარჩევნო კამპანიაში.

banner
წინა სტატიაშიშსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით გვარამიას და დამენიას უფლებამოსილება აღუდგათ