“მორჩა თაფლობის თვე…შეწყდა ლარის გამყარების პროცესი” – გოცირიძე

ლარის გამყარების პროცესი შეწყდა- წერს “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე:

“მორჩა თაფლობის თვე, როცა ბიუჯეტში შემოსავლები უფრო მეტი იყო, ვიდრე ხარჯები (ანუ პროფიციტი). დაიწყო ტრადიციული დეფიციტური ხარჯვა და შეწყდა ლარის გამყარების პროცესი. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეროვნული ბანკი არ გაზრდის რეფინანსირების სესხებს და კიდევ უფრო არ უბიძგებს ლარს გაუფასურებისაკენ.
მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იმდენად მყიფეა წონასწორობა, რომ მცირეოდენი ცვლილებები გავლენის ფაქტორებში იწვევს კურსის მერყეობას.
ეს დასუსტებული ეკონომიკის სინდრომია.” წერს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია : დაანოსებული აქცია არის საკვანძო მომენტი ქართული დემოკრატიისთვის
შემდეგი სტატიადაკავებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა – მამა გიორგი მამალაძეს მაღალი ტემპერატურა აქვს