დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯეალღსრულების დაწესებულებაში მკურნალობს, მას მაღალი ტემპერატურა აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრალდებულის ადვოკატმა გაავრცელა. ასევე ცნობილია, რომ მამა გიორგი ციხის ადმინისტრაციას არ უჩივის.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის არის დაკავებული. მტავარი პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ციანიდის გამოყენებით გეგმავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას.