გიგა ბოკერია : დაანოსებული აქცია არის საკვანძო მომენტი ქართული დემოკრატიისთვის

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

“დაანოსებული აქცია არის საკვანძო მომენტი ქართული დემოკრატიისთვის,“ – ეს განცხადება ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, გააკეთა.

გიგა ბოკერიას თქმით, რუსთავი2-ის წინააღმდეგ კამპანია პოლიტიკურია.

„საქართველოში და ფარგლებს გარეთაც ყველასთვის ნათელია, რომ რუსთავი2-ის წინააღმდეგ კამპანია არის ივანიშვილის და მისი გარემოცვის ორგანიზებული და წმინდად პოლიტიკურია. შეგვიძლია, სრული რწმენით ვთქვა, რომ ნაბიჯი რუსთავი2-ის ჩახშობის, ან შესაძლო ნაბიჯი დირექტორის დაკავების, იქნება ყველა სხვა ზიანთან შედარებით ყველაზე უფრო დიდი ზიანის მომტანი ქართული დემოკრატიისთვის და ამას მოჰყვება შეუქცევადი პროცესი, შეუქცევადი პროცესები პროტესტისა ქართული საზოგადოების მხრიდან,“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიარცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან და ეს ტელევიზია იმუშავებს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა – ზაალ უდუმაშვილი
შემდეგი სტატია“მორჩა თაფლობის თვე…შეწყდა ლარის გამყარების პროცესი” – გოცირიძე